კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობოების ყაზახეთიდან გაყვანა ხვალ დაიწყება. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ სამშვიდობოების გაყვანა ქვეყნიდან 13 იანვარს დაიწყება.
მან სამშვიდობოების მისია წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.