ექიმებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ, შეუძლიათ თბილისში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ ვაქცინაცია - ივანე ჩხაიძე

30 ივლისი 2021, 13:40 254 ნახვა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხვალიდან, თბილისში, იმ ექიმებს, რომლებიც ვაქცინაზე ჯერ ვერ დარეგისტრირდნენ, შეუძლიათ აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ. 

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობა არ აქვს.

"ის ექიმები, რომლებიც ვერ დარეგისტირდნენ ან დარეგისტრირდნენ მოგვიანებით პერიოდში, შეუძლიათ ხვალვე მივიდნენ და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ ვაქცინაცია იმ კლინიკებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში