ეპიდ-ვითარება მძიმეა, ვაქცინაცია - ჯერ ისევ ნელი

29 ივლისი 2021, 19:44 947 ნახვა

 საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი 18-49 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან აიცრა, ამის შესახებ NCDC-ს ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 15 მარტი-25 ივლისის მონაცემებს ასახავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვლევით, ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 75+ ასაკობრივ კატეგორიაში შეინიშნება. სპეციალისტების მოქალაქეებს აცრის გაკეთებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ,მათ შორის თავად მედიკოსებს, რომელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი არც ისე მაღალია. ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრის გაკეთება ბათუმში, „მეტრო სითსა“ და „ბათუმი მოლშია“შესაძლებელი. მძიმე ეპიდვითარების გამო, არ გამორიცხავენ,რომ კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში ადგილები აღარ დარჩეს

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი