ხმა ქვეყნის მომავალს მივეცი - გიორგი გახარია

31 ოქტომბერი 2020, 10:38 789 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევანი უკვე გააკეთა. გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

პრემიერმა თქვა, რომ ხმა მომავალს მისცა.

''წინასაარჩევნო გარემო და კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს. რა თქმა უნდა ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპ-დასავლურ სახელმწიფოს. სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების და ღირსების ფასი. მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ, ხვალ კი კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება'' - განაცხადა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი