სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ილიჩოვა - მელაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით

11 ოქტომბერი 2020, 15:40 1099 ნახვა

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტების ადვოკატებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.  ნატალია ილიჩოვას ადვოკატის განცხადებით, ის სასამართლოს 20-ათას ლარიან გირაოს შესთავაზებს. გადაწყვეტილების გადასინჯვისთვის სასამართლოს 72 საათი აქვს.

ივერი მელაშვილის უფლებადამცველის თქმით, მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა. ამბობს, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ივერი მელაშვილის დანაშაულზე მიუთითებს. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს გამოძიება, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედებას ედავება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი