ხვალ, 4 ოქტომბერს, აჭარაში მზიანი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, დღის მაქსიმალური ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და სანაპირო ზოლში +27, +29 გრადუსი იქნება, მთაში კი, +24, +26 გრადუსი. იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონი 8-13 მ.წმ
ზღვის წყლის ტემპერატურა 23 გრადუსია, მზის ულტრაიისფერი ინდექსი კი ნიშნულით #7
4 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი:
ბათუმი - მზიანი ამინდი. დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19 დღისით +29 გრადუსი.
ქობულეთი - მზიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18 დღისით +27
შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +26
ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +11 დღისით +25
ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +27
გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +6 დღისით +19
ფოტო - 4 ოქტომბრის მაქსიმალური ტემპერატურის მეტეოროლოგიური რუკა.
ფოტო: ნათია ოსეფაიშვილი