ზეგ, დრამატული თეატრის ახალ სცენაზე ნახავთ “რამდენი დემონიც გნებავთ”. 3 და 4 სექტემბერსაც გაიმართება საპრემიერო ჩვენება. ეს არის დეტექტიური თრილერი ერთ მოქმედებად იეჟი პილხის რომანის მიხედვით. ინსცენირების ავტორი კი კატაჟინა კნიხალსკაა. პოლონელი რეჟისორი იაცეკ გლომბი მუშაობდა ქართველ მსახიობებთან.