ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, ქობულეთის ფიჭვნარში დილამდე გაგრძელდა. ტერიტორია სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული და უსაფრთხოებას პოლიცია იცავდა. ქართველ დიჯეებთან ერთად კომპოზიციები, უცხოელმა მუსიკოსებმაც ააჟღერეეს.
საღამოს ბერლინიდან ჩამოსული დიჯეი და იტალიელი ედლაინერი ფაბრიციო ლაპიანა უძღვებოდნენ. გარდა მუსიკისა, გაიმართა სპორტული შეჯიბრი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რომელზეც მელომანების პორტრეტები და აბსტრაქციები იყო შესრულებული.ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება.