რამდენიმე წუთში ლიტერატურულ მარათონში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მხატვრულ კითხვაში ეჯიბრებიან. მარათონი ორ კატეგორიად მე-7 მე-9 და მე-10, 12 კლასებად დაიყო. პირველ კატეგიორიაში 6 გამარჯვებული გამოვლინდა. შეჯიბრებაში სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები მონაწილეობენ. ლიტერატურულ მარათონს აჭარის განათლების სამინისტრო მე-5 წელია ატარებს.