,,ბათუმი მუზიკ-ფესტ’’-ის ფარგლებში გურამ ოდიშარიასა და აფხაზეთის სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,აფხაზეთ’’- ის საღამო ,,ჩემი სოხუმი’’ გაიმართა. ღონისძიებაზე გამომსვლელებმა გაიხსენეს ქართულ -აფხაზური ურთიერთობები ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში.
ანსამბლმა აფხაზეთმა შეასრულა სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი ფოლკლორული ნომრები, მათ შორის აფხაზური სიმღერები და ცეკვები. საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნა და 12 სექტემბერს ელისო ბოლქვაძის კონცერტით დაიხურება.