შექმნილ აჟიოტაჟს დავით ოქიტაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. ციტატა მისი განცხადებიდან: “რა წილი უნდა ქონდეს უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში, როცა ქართველს აღარ აქვს ეს უფლებები. თუმცა ამ აქცენტების ასე დასმა ხდება მიზანმიმართუალად იმ ძალის მხრიდან, რომლებმაც აიძულა ქართველობა ლუკმა-პურის საშოვარზე გადაეხვეწა საზღვარგარეთ და რომელმაც გასცა ქართული მიწები 1 ლარად, როცა ქართველი ვერ ახერხებდა ვერაფრის ყიდვას. “გათურქებულ აჭარაში“ მე ვიგულისხმე უუფლებო ქართველების - ჩემი და თქვენი გულისტკივილი, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიექცეს ყურადღება! როცა ჩვენს ქვეყანაში ქართველი იქნება კარგად, პრივილეგირებულად და სახელმწიფოსგან დაცულად, ჩვენი ქვეყნის სტუმარი, თუ უკვე აქ დამკვიდრებული უცხოელიც მაშინ იქნება კარგად, იმიტომ, რომ სტუმარი ჩვენთვის ცალკე ფენომენია...”-აღნიშნულია განცახდებაში.