ავარიის შედეგად გაზმომარაგებაში გამოწვეული შეზღუდვები დღეს დილით მოიხსნა. კომპანია ‘’სოკარ ჯორჯიაში’’ განმარტავენ, რომ ყველა აბონენტს ბუნებრივი აირი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, გაზის მილი გუშინ, დღის მეორე ნახევარში დაზიანდა, რის გამოც 1800 ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.
''მიწისქვეშა კომუნიკაციებთან მომუშავე ერთ-ერთმა კომპანიამ ბათუმის ცენტრალური გაზსადენი შემთხვევით დააზიანა'' - განმარტეს კომპანიაში.
ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.