კიევსა და ოდესაში კომპანია იანდექსის ოფისებს ჩხრეკენ. შენობებში უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. საქმე სახელმწიფოს ღალატის მუხლით არის აღძრული.
დამნაშავეებს 15-წლიანი პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრება. სხვა დეტალები ამ დრომდე არ საჯაროვდება. იანდექსი უკრაინაში ორი კვირის წინ ოფიციალურად დაბლოკეს.