დიდ ბრიტანეთში მანჩესტერის ტერაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის მიერ დაშვებული შეცდომის შიდა გამოძიება იწყება. ამის შესახებ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ქვეყნის მთავრობამ აღიარა, რომ უსაფრთხოების სამსახურს ჯერ კიდევ ტერაქტამდე ჰქონდა ინფორმაცია თვითმკვლელი ტერორისტის სალმან აბედის შესახებ.
რამდენიმე წლის წინ ტერორისტის ნაცნობებმა სპეცსამსახურებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალმან აბედი ექსტრემისტი იყო და მას საეჭვო კავშირები ჰქონდა.