გერმანია საქართველოსთან სტუდენტთა მობილობას და სამეცნიერო პროგრამებს აჩერებს

27 თებერვალი 2025, 09:09 229 ნახვა

გერმანიის განათლების სამინისტრომ გაყინა საქართველოს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარება. ინფორმაციას  გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს.

“ამის მიზეზია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საქართველოში და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება. ქართველებმა, რომლებსაც გერმანულ უნივერსიტეტებში უსწავლიათ მეტწილად გერმანული სტიპენდიებით, იციან, ეს რა დანაკარგიცაა. ეს ჯერჯერობით არ ეხება გერმანიის განათლების სამინისტროს მოქმედ დაფინანსებას საქართველოზე, რომელიც თითქმის ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ასევე ჯერ არ ეხება მოქმედ სასტიპენდიო პროგრამებს'' – წერს ელჩი.

ფიშერის ამ განცხადებას საქართველოს განათლების მინისტრი გამოეხმაურა.

ალექსანდრე წულაძის თქმით, რეალურად გერმანიის ელჩი ეყრდნობა განათლებისა და კვლევების ფედერალური მინისტრის წერილს. მისივე თქმით, გერმანელ მინისტრს სურვილი ჰქონდა, ახლად არჩეული მთავრობისთვის ბუნდოვანი მემკვიდრეობა დაეტოვებინა და ორი ქვეყნის ურთიერთობებში დისონანსი შეეტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში