თელ ავივსა და იერუსალიმში ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქციები გაიმართა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოსვლებში 400 000-მდე ადამიანი მონაწილეობს.
დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
მედიის ცნობით,, ჰაიფაში მიმდინარე აქციაზე პოლიციასთან შეტაკებისას ორი ადამიანი დაშავდა.