აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალია კრემლისთვის - შარლ მიშელი

21 აპრილი 2024, 11:33 340 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას გამოეხმაურა.

შარლ მიშელი მიესალმება გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ეს კრემლისთვის მკაფიო გზავნილია.

„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც ამტკიცებს დიდი ხნის ვადაგადაცილებულ, გადამწყვეტ, 60 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის: მათ, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და გაერო-ს წესდების, განაგრძობს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას“, – აცხადებს შარლ მიშელი. 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

სენატი კანონპროექტს, 23 აპრილს განიხილავს და ამერიკის პრეზიდენტს ხელის მოსაწერად გადაეგზავნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში