უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 84 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინას გენშტაბი

26 იანვარი 2024, 10:25 391 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 84 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამპყრობლებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 19 საჰაერო დარტყმა,  68 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან.

"ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დამპყრობლების 5 თავდასხმა დონეცკის ოლქის ტერნის, ტორსკოეს დასახლებების რაიონებში.

ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსების 8 თავდასხმა დონეცკის რეგიონში ბოგდანოვკას, ივანოვსკის, კლეშჩეევკასა და ანდრეევკას მახლობლად"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინული მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში უკრაინაში საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა. ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელი ცნობა გავრცელდა ოდესის, ხერსონის, მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადისა და დონეცკის ოლქებში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში