შექმნილი რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი კონცერტი - "ახალი წლის დღეები ქობულეთში" 25 დეკემბრის ნაცვლად ,28 დეკემბერს გაიმართება.
უამინდობამ და ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პრობლემები წარმოშვა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქობულეთის მერია ავრცელებს.