აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისრაელის არმიის ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში ჯერ კიდევ რჩება ათას 200-ზე მეტი ამერიკელი.
აშშ-ის სულ მცირე ექვსი მოქალაქე დაიღუპა 7 ოქტომბერს ისრაელში ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაახლოებით 800-მა ამერიკელმა და მათი ოჯახის წევრებმა ღაზა დატოვეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელით.