მექსიკაში არალეგალმა მიგრანტებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. ისინი მექსიკის ხელისუფლებისგან ქვეყანაში გადაადგილების უფლებას ითხოვენ.
კუბელ და იორდანელ მიგრანტთა ჯგუფი სამხრეთ ქალაქ ტაპაჩულადან დედაქალაქისკენ გაემართა, რათა მექსიკის ხელისუფლებისგან აშშ-ში თავშესაფრის მიღების შესახებ მათი შუამდგომლობა დააჩქარონ. ისინი ასევე გააპროტესტებენ მარტში სასაზღვრო ქალაქ სიუდად ხუარესში მიგრანტების დაკავების ცენტრში 40 მიგრანტის დაღუპვას.
3 ათასამდე მიგრანტი მეხიკოში დაახლოებით 10 დღეში ჩავა.