გერმანიის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

08 თებერვალი 2023, 10:55 362 ნახვა

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 178  „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ზაფხულისთვის უკრაინას 20-დან 25 ტანკამდე უნდა მიეწოდოს, წლის ბოლომდე კი – 80-მდე. 

მისი თქმით, ბერლინის მიზანია 100-ზე მეტი ტანკის გადაცემა 2024 წლის პირველი ან მეორე კვარტლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, სულ მცირე, სამი უკრაინული ბატალიონის აღჭურვას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი