“ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”- პროგრამის პრეზენტაცია

09 დეკემბერი 2022, 18:29 684 ნახვა

„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ - პროგრამის პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა. USAID- ის 5 წლიანი პროგრამა მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. მიზნად ისახავს უმცირესობების ჩართულობის გაზრდას საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. პროგრამას საქართველოს გაეროს ასოციაცია რეგიონში თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან ერთად USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მასში 14-დან -29 წლის ჩათვლით ახალგაზრდები გაერთიანდებიან , ისინი სხვადასხვა მიმართულებით მიიღებენ განათლებას , ასევე ჩაერთვებიან გაცვლით პროგრამებში.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში