ბითაძის 8 ქულა 8 წუთში - „ინდიანამ“ „ნიუ იორკი“ დაამარცხა

13 ოქტომბერი 2022, 13:17 597 ნახვა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა “ მესამე საგამოფენო მატჩი „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და 109:100 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 8 წუთში, 8 ქულა, 1 მოხსნა 1 გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

პეისერსის რიგებში კი საუკეთესო ბენედიკტ მატურინი იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. ნიუ იორკელებს კი 21 ქულით არ ჯეი ბარეტმა ულიდერა.

„პეისერსი“ მომდევნო საგამოფენო მატჩს 15 ოქტომბერს შინ „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი