29 აპრილი 2018, 20:00 872 ნახვა

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულება პროექტ ,,რეფორმეტრის“ ფარგლებში განხორციელდა და რეფორმის პროგრესი სხვადასხვა ინდიკატორების ანალიზის საფუძველზე დადგინდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული გასატარებელ ღონისძიებებს შორისაა მაგალითად საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორისს შექმნა, ასევე სასოფლო მეურნეობათა რეესტრის შექმნა. კვლევის ფარგლებში ასევე შეჯამებულია მიღწეული შედეგები და ამასთანავე განხილულია პრობლემებიც, დარგის ერთ ერთი პრობლემა კი ის არის, რომ მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი კვლავ მცირეა და ასევე ნაკლებად არის საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებული. თემასთან მიმართებაში გიგლა მიქაუტაძე ისაუბრებს გადაცემაში, რომელიც ,,რეფორმეტრის“ კოორდინატორი და აისეტის მკვლევარია. კომენტარის სახით კი გადაცემაში ისაუბრებს - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გელა ხანიშვილი და ,,ფერმერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძე