12 სექტემბერი 2017, 20:00 1985 ნახვა

ცესკოს მიერ შემუშავებული გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, რეკომენდაციები პარტიებისთვის, “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის” (თასქ ფორსი) ინიციატივა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ახალი პროექტი, ქალთა საჭიროებები რეგიონში - სტუმრებმა ამ და სხვა საკითხებზე აჭარის რადიოს ეთერში, ტალღაზე FM 104,5 ისაუბრეს. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ერთობლივი პროექტი, თოქ-შოუ „ქალი და არჩევნები“დაიწყო, რომელიც 18 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, 17:10 სთ გავა ეთერში. ჩვენი პირველი ეთერის სტუმრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ხრიკაძე, გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი, ექსპერტი მაია კუპრავა და ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის კოორდინატორი, ექსპერტი ინგა ალავიძე იყვნენ.