28 აპრილი 2017, 20:00 409 ნახვა

დღევანდელ გადაცემაშია:კულტურული ღონისძიებები, მიძღვნილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობათა 25 წლის იუბილეს. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ დეივ ბრუბეკის ალბომის “Gone With The Wind” შესახებ და გაგაცნობთ ბრიტანელი პოპ-შემსრულებლის ტომ ჯონსის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ჯგუფის One Direction ყოფილმა წევრმა ჰარი სტაილზმა სადებიუტო სინგლი გამოუშვა, გერმანელი მწერალი და ილუსტრატორი ვოლფ ერბლუხი - 2017 წლის ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეტია და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.