გაზიარება:

ჰეშთეგი პირველი სოციალური მედიაპროექტია  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.  2016 წლის 26 დეკემბრიდან დღემდე, აქტიურად ვუწყობთ ხელს იმ სამოქალაქო ინიციატივების წარმოჩენას, რომლებიც სოციალური კეთილდღეობისკენაა მიმართული. სასკოლო კლუბები, მოსწავლეთა და სტუდენტური გაერთიანებები, ახალგაზრდული მოძრაობები, სოციალური კამპანიები - ეს, მათი მცირე ჩამონათვალია. ვმუშაობთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის და ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვისთვის.

ჰეშთეგი ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,  გიყვებით ამბებს იმ ადგილების შესახებ, სადაც სოციალური ფონი - დაბალი, ხოლო მიგრაციული ფონი მაღალია; სადაც, ახალგაზრდები საკუთარი ძალისხმევით ცდილობენ არ დაკარგონ კავშირი საკუთარ ქალაქებთან და ამით, რეგიონის განვითარებაშიც შეიტანონ წვლილი.

ჩვენ  #ვმუშაობთსაზოგადოებისთვის