AdjaraTV http://site.ajaratv.ge/rss Georgian <![CDATA[ბათუმის "დინამო" დავით ყიფიანის თასის გათამაშების მიღმა დარჩა]]> ajaratv.ge/article/64680 http://adjaratv.ge/rss დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა.

ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" მოულოდნელად თასის გათამაშებას გამოეთიშა. შავიზღვისპირელები ეროვნული ლიგა 2-ის გუნდთან "გაგრასთან" 1-0 დამარცხდნენ.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის 38-ე წუთზე გოდფრი ობოაბონამ საკუთარ კარში გაიტანა.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო სამი შეხვედრა წააგო. შემდეგი შეხვედრა "დინამოელებს" უკვე ეროვნულ ლიგის გათამაშებაში ექნებათ, სადაც 3 ოქტომებრს გასვლაზე "თელავთან" ითამაშებენ.

]]>
Sat, 19 Sep 2020 18:33:23 +0400
<![CDATA[833 ინფიცირებული აჭარაში - მათგან 14 რეანიმაციულ განყოფილებაში]]> ajaratv.ge/article/64678 http://adjaratv.ge/rss კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დაფიქსირდა. უმეტესობა ბათუმში გამოვლინდა, ერთეული შემთხვევებია მუნიციპალიტეტებში. რეგიონი ისევ ცხელ წერტილად  რჩება, შესაბამისად, აჭარა კვლავ ეპიდემიოლოგების   ყურადღების ქვეშაა. აქვე გეტყვით, რომ ბოლო დღეებია ბათუმში ყოველდღიურად კორონავირუსის სამნიშნა მატებაა. ამიტომ ისევ აქტიურად მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. ამ დროისთის რეგიონში ოფიცირებულია დაახლოებით 40 არასრულწლოვანი,  ასევე 17 ფეხმძიმე მოთავსებულია ბათუმის სამშობიარო სახლში. კლინიკების ნაწილში ადგილების ლიმიტი უკვე ამოიწურა.

]]>
Sat, 19 Sep 2020 18:06:04 +0400
<![CDATA[მეწყრის ახალი კერები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა]]> ajaratv.ge/article/64677 http://adjaratv.ge/rss წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარის მაღალმთიანეთში. ადიდდა მდინარეები და გააქტიურდა მეწყრული პროცესები. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ადიდებულმა მდინარე ბზანამ ელექტრობოძები დააზიანა.  დაიტბორა რამდენიმე სახლი, ჩაიხერგა გზები და დაზიანდა მოსავალი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, შესაბამისი უწყებები ზარალს უკვე ითვლიან. სტიქიურ ზონებში აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.  

]]>
Sat, 19 Sep 2020 18:05:35 +0400
<![CDATA[საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა]]> ajaratv.ge/article/64676 http://adjaratv.ge/rss ვინ რა საარჩევნო ნომრით იყრის კენჭს 2020-წლის საპარლამენტო არჩევნებზე? -  ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების  რიგითი ნომრები წილყრის პროცედურით უკვე განსაზღვრა. კონკრეტულად კი საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ რიგითი ნომერი.

]]>
Sat, 19 Sep 2020 18:03:47 +0400
<![CDATA[ხელვაჩაური- სტიქიის კიდევ ერთი ზონა]]> ajaratv.ge/article/64675 http://adjaratv.ge/rss უხვი ნალექის გამო, ხელვაჩაური დღეს სტიქიის კიდევ ერთი ზონა იყო. ჩაკეტილი იყო მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასველი გზა. რამდენიმე სოფელში საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოწვა, დროებით შეფერხებული იყო გადაადგილება ცენტრალურ გზებზეც. მაჭახლის ხეობაში, სოფელ სინდიეთში, გურამ ქონდარიძის  საცხოვრებელი სახლის,  ხეხილის ბაღთან ჩამოწვა მეწყერი.  ქონდარიძეების ოჯახი, ტერიტორიის გასაწმენდად მძიმე ტექნიკას ელოდება. ითხოვენ ფერდსამაგრების მოწყობასაც. შეფერხებული გადაადგილების გამო,   ჩვენ გადამღებ  ჯგუფს  ფეხით მოუწია ამ ადგილას მისვლა. მეწყრული პროცესები განვითარდა კირნათის  ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფელ შუშანეთში, ზედა კირნათში. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, მეწყერსაშიშ ზონებში  აქტიურად  მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშოები.

]]>
Sat, 19 Sep 2020 18:03:31 +0400
<![CDATA[ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა]]> ajaratv.ge/article/64674 http://adjaratv.ge/rss თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი, პირად ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

„ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: covid 19 - დადებითი ... ყველაფერი კარგად იქნება !“, - წერს ჯიშკარიანი.

 

 

]]>
Sat, 19 Sep 2020 15:43:29 +0400
<![CDATA[116 ინფიცირებული და 24 გამოჯანმრთელებული აჭარაში]]> ajaratv.ge/article/64673 http://adjaratv.ge/rss კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დაფიქსირდა. უმეტესობა ბათუმში გამოვლინდა, ერთეული შემთხვევებია მუნიციპალიტეტებში. რეგიონი ისევ ცხელ წერტილად  რჩება, შესაბამისად, აჭარა კვლავ ეპიდემიოლოგების   ყურადღების ქვეშაა. აქვე გეტყვით, რომ ბოლო დღეებია ბათუმში ყოველდღიურად კორონავირუსის სამნიშნა მატებაა. ამიტომ ისევ აქტიურად მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 30- არასრულწლოვანი მკურნალობს.

]]>
Sat, 19 Sep 2020 15:21:08 +0400
<![CDATA[სტიქია აჭარის მაღალმთიანეთში]]> ajaratv.ge/article/64672 http://adjaratv.ge/rss უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გაქტიურა მაღალმთიან აჭარაში - ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ადიდდა მდინარეები და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. დაზიანდა ელექტრო გადამცემი ბოძები, რის გამოც რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია  და შეფერხებით გადაადგილდება ავტომობილები.

]]>
Sat, 19 Sep 2020 15:12:46 +0400
<![CDATA[რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა]]> ajaratv.ge/article/64671 http://adjaratv.ge/rss რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურამ კი დაკავებულის მიმართ აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. მერაბ ბესელიას ადვოკატის, განცხადებით, ბრალდებული მომხდარის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება, თუმცა, ბრალის ფორმულირებას არა.ცნობისთვის, მერაბ ბესელიას მორაგბე „შვიდკაცას“ კაპიტანის რამაზ ხარაზიშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.გამოძიება ბესელიას იარაღის უკანონო ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

]]>
Sat, 19 Sep 2020 15:11:02 +0400
<![CDATA[დავით ფურცხვანიძემ არ იცის როდის გამოკითხება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით]]> ajaratv.ge/article/64670 http://adjaratv.ge/rss პირი, რომელმაც ბაჩალიაშვილების ოჯახს გაყალბებული სატელიტური ფოტოები მიაწოდა, სანამ პროკურატურაში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას მიცემს აჭარის ტელევიზიამ ჩაწერა, დავით ფურცხვანიძის განცხადებით პროკურატურიდან დღეს არავინ დაკავშირებია, გუშინ სახლის ჩხრეკისას კი ამოიღეს მისი მობილური ტელეფონი, პორტატული კომპიუტერი და მაჯის საათი. ფურცხვანიძე უნდობლობას უცხადებს ექსპერტიზის დასკვნას სატელიტით გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით და საქმის მასალების მისთვის გაცნობას ითხოვს.

]]>
Sat, 19 Sep 2020 15:10:22 +0400
<![CDATA[კირნათი ჰესთან მიწის მასა ჩამოიშალა]]> ajaratv.ge/article/64669 http://adjaratv.ge/rss სტიქიამ პრობლემები შექმნა ხელვაჩაურშიც. რის გამოც  საგანგებო შტაბიც შეიქმნა. უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა. როგორც  მერიაში აცხადებენ, კირნათის ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის დიდი მასის ჩამოწოლის შედეგად გადაიკეტა კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასვლელი გზა.

 

]]>
Sat, 19 Sep 2020 15:09:15 +0400
<![CDATA[პროტესტის ნიშნად გადაკეტილი გზა - საოჯახო სასტუმროების მფლობელთა აქცია ქობულეთში]]> ajaratv.ge/article/64668 http://adjaratv.ge/rss ქობულეთში აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი ქალაქში შესასვლელი გზა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ გათავისუფლდა. ხელისუფლებას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ ქობულეთის საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები, ამ მოთხოვნით ისინი უკვე მერვედ შეიკრიბნენ. ისინი დღეს მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრასაც ითხოვდნენ

]]>
Sat, 19 Sep 2020 15:08:02 +0400