ოპოზიციურ პრაიმერში, რომელმაც მერობის ერთიანი კანდიდატი უნდა გამოავლინოს, "მომავლის პარტიაც" მიიღებს მონაწილეობას.
ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლერი ტყებუჩავამ პრაიმერის ინიციატორი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაახმოვანა.
"მომავლის პარტიასა" და პრაიმერის ინიციატორებს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები კიდევ ერთხელ გაიმართება, როცა პარტიის ლიდერი გია მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდება.
პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერების განცხადებით, იანვრის ბოლომდე ცნობილი გახდება იმ პარტიების სრული სია, რომელთაც პრაიმერში მონაწილეობა აქვთ გადაწყვეტილი.
|