გაძვირდება თუ არა ტაქსით მგზავრობა

08 იანვარი 2017, 00:00 2121 ნახვა

უახლოეს პერიოდში შესაძლოა ბათუმში ტაქსით მგზავრობა გაძვირდეს. მძღოლების განცხადებით ამის მიზეზი საწვავზე ფასების მატებაა. მათი ვარაუდით მოსალოდნელია სათადარიგო ნაწილების გაძვირებაც, რაც საბოლოო ჯამში ტარიფზე აუცილებლად აისახება. ტაქსების კომპანიებში დასაქმებული მძღოლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომსახურების საფასური უცვლელია, თუმცა როდემდე შენარჩუნდება მოქმედი ტარიფი მათთვის უცნობია.  ბოლო რამდენიმე დღეში ფასები გაზრდილია საკვებ პროდუქტებზე, სურსათსა და თამბაქოზე. ამ უკანასკნელზე ფასი დაახლოებით 1 ლარითაა მომატებული.  

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში