საშობაო ალილო

07 იანვარი 2017, 00:00 2729 ნახვა

მართმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს, დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო ბათუმში 12.00 საათზე დაიწყო. მრევლს მსვლელობის დაწყება ზარების რეკვით ამცნეს. პროცესია წელსაც საკათედრო ტაძრის ეზოდან დაიძრა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ სტიქაროსნები მგალობლები და რიგითი მოქალაქეები. რომლებიც გალობით ქალაქის მოსახლოებას ქრისტეს შობას ულოცავდნენ. ტრადიციულად საჩუქრებიც შეგროვდა. რომელსაც დღის ბოლოს შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგებენ. ალილოს ტრადიცია აჭარაში 10 წლის წინ ბათუმ - ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით აღდგა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი