ირაკლი ჩავლეიშვილი კობა ჩხეიძეს პასუხობს

13 მაისი 2016, 00:00 5173 ნახვა

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თავისუფალი დემოკრატების წევრს პასუხობს. ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ ზუბალაშვილის ქუჩის 37 ნომერში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ოპონენტის მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდება უსაფუძვლოა. ჩავლეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მისი თავმჯდომარეობის დროს მიენიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი და კოეფიციენტის გაზრდა, რომლის შესახებაც დოკუმენტს თავად მოაწერა ხელი, არ უკავშირდება ზონის გაუქმებას. მისი თქმით, კოეფიციენტის გაზრდით ბიუჯეტში დამატებითი თანხები შევიდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში