ახალი აკვარიუმის ნაცვლად სასტუმრო კომპლექსი

13 მაისი 2016, 00:00 5229 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბიძინა ივანიშვილს ბათუმელების მოტყუებაში ადანაშაულებს. გელა დეკანაძის განცხადებით, სასტუმრო ჰილტონის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართიც 3 ათას 500 კვადრატული მეტრია, ყოფილ პრემიერს ახალი აკვარიუმი უნდა აეშენებინა, თუმცა პროექტი აღარ განხორციელდება. მიზეზად დეკანაძე მიწის ნაკვეთის კომპანია "ვესტინვესტზე" სიმბოლურ ფასად გასხვისებას ასახელებს. დეკანაძემ აკვარიუმის ის პროექტიც წარმოადგინა, რომელიც მისი მტკიცებით, სწორედ "ქართუ ჯგუფის" დაკვეთით მომზადდა და მსოფლიო არქიტექტურულ წრეებში დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში