ქვემო სილეზიის დელეგაციის ვიზიტი აჭარაში

13 მაისი 2016, 00:00 3530 ნახვა

მეორე ოფიციალური ვიზიტით აჭარას პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონის დელეგაცია სტუმრობს. 21 წევრიანი ჯგუფი ბათუმში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები დღეს აჭარის სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პირველ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საკუთარი რეგიონების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიები წარმოადგინეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. დღესვე პოლონელი სტუმრები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდებიან. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში