ვანდალური ფაქტი

03 იანვარი 2017, 00:00 3848 ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს  თუ როგორ არის დაზიანებული სკამები ზღვისპირა ქალაქში.  აჭარის ტელევიზია დაინტერესდა ამ ფაქტით და რამდენიმე ასეთი შემთხვევა გადაიღო. ,,მთავარის” ობიექტივში მოხვდა ასევე სხვადასხვა ქუჩაზე დაზიანებული  ბოწკინტებიც. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მერიამ.   ,,დღეს ვარდების სკვერში ვანდალურად იქნა დაზიანებული და გატეხილი ძელსკამები. აიპი კორპუსის თანამშრომლების მიერ გატანილი იქნა აღნიშნული სკამები და უახლოეს პერიოდში მოხდება მათი ახლით ჩანაცვლება. მსგავსი ფაქტები გასულ წელსაც რამდენჯერმე დაფიქსირდა ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერშიც  ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მოქალქეობრივი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ ქალაქს და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა”-ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში