2017 წლის პროგრამები

03 იანვარი 2017, 00:00 2885 ნახვა

 ქობულეთში, 2017 წელს  დაგეგმილი ახალი 22 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 11 ახალი პროექტი განხორციელდება. სოფელ დაგვაში წყალსადენი სისტემა მოეწყობა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, კეთილმოეწყობა გელაურის უბანი და სხვა რამდენიმე ქუჩა. ჩაისუბანსა და აჭყვისთავში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება. რაც შეეხება 2016 წლის პროექტებს მათგან 5 პროექტი ვერ დასრულდა და  ისინი წელს  გაგრძელდება. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, 3 პროექტის სამუშაოები დასრულდა და მხოლოდ სამხარაულის დასკვნას ელოდებიან, ჩაისუბნისა და ქაქუთის წყალსადენის მშენებლობა კი ზაზა კაიკაციშვილის განცხადებით  სატყეო სამსახურიდან ნებართვის დაგვიანებით გაცემამ შეაფერხა.

ამავე კატეგორიაში