მოსალოდნელი ამინდი

31 დეკემბერი 2016, 00:00 2848 ნახვა

იმისათვის, რომ ახალი წლის ღამეს მოდის ტენდენციების შესაბამისად შევიმოსოთ, ამინდმაც უნდა შეგვიწყოს ხელი. გეტყვით, რომ ახალი წლის ღამეს თბილი ამინდი შენარჩუნდება. 31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია  მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი დღისით მცირე წვიმა, მთასა და მაღალმთაში – თოვლი.  1-ელ იანვარს თბილისში ღამით -2 გრადუსი, დღისით კი 9 გრადუსი სითბო იქნება. შესაძლო მცირე წვიმა. 2 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ღამით იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი და შენარჩუნდება ყინვები. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტესად ნალექი თოვლი სახით იქნება. 3 იანვარს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ამავე კატეგორიაში