საკრებულოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე

29 დეკემბერი 2016, 00:00 3140 ნახვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს. ლაშა სირაბიძის წარდგინებით, ვაკანტური თანამდებობა ირაკლი მიქელაძემ დაიკავა. ამ დრომდე ის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო. ახლადდანიშნული თავმჯდომარის მოადგილე კურირებას ინფრასტრუქტურულ და ფინანსურ საკითხებს გაუწევს. ირაკლი მიქელაძე წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარული წესით არის არჩეული.

ამავე კატეგორიაში