ფსიქიატრიულს პროფილი 50 წლით შეუნარჩუნდება

29 დეკემბერი 2016, 00:00 3013 ნახვა

ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტენდერის პირობებში ცვლილებები შევა. ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. რამაზ ბოლქვაძის თქმით, საავადმყოფოს პროფილი 10 ნაცვლად, 50 წლით შენარჩუნდება. გაგრძელდება აუქციონის ვადაც. რაც შეეხება ფასს, მინისტრი ამბობს, რომ ის შესაძლოა აუქციონის მიმდინარეობისას გაიზარდოს. რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები გაითვალისწინეს და სატენდერო პირობები ამიტომაც შეიცვალა. 

ამავე კატეგორიაში