დეპუტატებმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

11 მაისი 2016, 00:00 5088 ნახვა

უსკოს თავმჯდომარისა და კომისიის წევრობის კანდიდატები კენჭისყრაზე შესაძლოა 19 მაისს პლენარულ სხდომაზე გავიდეს. დეპუტატებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევანის გაკეთება ერთ კანდიდატზე მოუწევთ, რის გამოც ცვლილებას ითხოვს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიისიის თავმჯდომარე. თემურ კახიძის განმარტებით რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უსკოს თავმჯდომარეობაზე არა ერთი, არამედ  ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. იგი სამთავრობო კომისიაში, რომელიც კანდიდატებს აირჩევს, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასაც ითხოვს. ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც  “აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებ” კანონს ეხება უკვე მოამზადა და დღეს ბიუროს სხდომაზე კომისიებში განსახილველადაც ჩაუშვეს. კომისიები განიხილავენ ასევე აჭარის მთავრობის 2016 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში