პროგრამების პრეზენტაცია

11 მაისი 2016, 00:00 4160 ნახვა

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო, ასევე  სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს. დეტალები  ცენტრის წარმომადგენლებმა  დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს. განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-16 წლებში  200-მდე საქართველოს მოქალაქეს დაუმტკიცდა სასწავლო სტიპენდია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში