50 მილიონამდე ლარით გაზრდილი საფინანსო დოკუმენტი

21 დეკემბერი 2016, 00:00 3827 ნახვა

 წლის ბოლომდე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას 40 მილიონი ლარი დაემატება. დეპუტატებმა მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე  დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილებები  პირველივე მოსმენით დაამტკიცეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თანხები სხვადასხვა პროგრამიდან გამოთავისუფლდა და შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები. მათივე განცხადებით, სწორედ ამის ხარჯზე გახდა შესაძლებელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეფიციტის შევსება. საპარლამენტო უმცირესობა კი მთავრობის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში