უამინდობით გამოწვეული პრობლემები მაღალმთიანეთში

21 დეკემბერი 2016, 00:00 3090 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა, თუმცა ამ დრომდე გადაადგილების პრობლემაა. მაღალი ზონის უმეტეს სოფელში მოძრაობა შეზღუდულია,  ხოლო თემებამდე მისვლა ორხიდიანი ტრანსპორტითაა შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით დილიდან 12 ერთეული ტექნიკა მუშაობს,  მათივე თქმით  ძლიერი ყინვის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება ნაღვარევის,  გუნდაურის და ინწკვირეთის მიმართულებით  გაწმენდითი სამუშაოები. ცენტრალური გზის შუახევის მონაკვეთზე დაყრილია ტექნიკური მარილი.საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

ამავე კატეგორიაში