პრეზიდენტი : ტერორიზმი არის სენი

20 დეკემბერი 2016, 00:00 2896 ნახვა

 გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარ ფაქტებს შემზარავს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. „ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელი და დასაგმობი ცივილური სამყაროსთვის. ტერორიზმი ეს არის სენი, რომელსაც კაცობრიობა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა აღუდგეს წინ“, -აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

ამავე კატეგორიაში