ვიზალიბერალიზაცია

20 დეკემბერი 2016, 00:00 2979 ნახვა

 ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წამომადგენელთა კომიტეტი დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს.  ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, ამჯერად ტრიალოგის მიერ შემუშავებული ტექსტის საბოლოო ვარიანტს შეათანხმებენ. 13 დეკემებერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს არაფორმალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. ერთი კვირის წინ  მიღწეული ეს  შეთანხმება ახლა უნდა დაადასტურონ წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა და მხარი დაუჭიროს LIBE-ს კომიტეტმა, ამის შემდეგ საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ 2 თებერვალს განიხილავენ. უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად კი 3 აპრილია მითითებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი