პრემიერის ვიზიტი თურქეთში

20 დეკემბერი 2016, 00:00 3980 ნახვა

თურქეთში, ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მივიდა გიორგი კვირიკაშვილი, ეს ის ადგილია სადაც 10 დეკემბერს  ტერორისტული აქტი განხორციელდა.  მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც ტერორისტული აქტი მოხდა .  "ჩვენ ვგმობთ ამ სისასტიკეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოძმე თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თურქულ მედიასთან საუბრისას. პრემიერ-მინისტრი თურქეთს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს თურქეთის პრეზიდენტთან და  თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან.

ამავე კატეგორიაში