შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში

18 დეკემბერი 2016, 00:00 3342 ნახვა

დღესვე დასრულდა სამდღიანი ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში. საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელის, კარლო გუგუშვილის სახელობის შეჯიბრება ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის გაიმართა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. პირველობა ახალგაზრდებში, როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა შორის  ბათუმელ სპორტსმენებს ერგოთ. ტურნირი ტრადიციულია და ის უკვე მესამედ, ყოველი წლის ბოლოს ტარდება. 

ამავე კატეგორიაში