თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში

15 დეკემბერი 2016, 00:00 1704 ნახვა

შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები იყო ლევან იზორიას და ჩეხ დიპლომატს შორის საუბრის თემა. თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერა და ჩეხი ექსპერტის მოვლინების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.  საუბარი შეეხო ასევე, ორ ქვეყანას შორის სამხედრო მრეწველობის სფეროში არსებულ ურთიერთობასა და 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს. შეხვედრაზე ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან გრივალსკი და ელჩის მოადგილე ჯირი პრეკლიკი იმყოფებოდნენ. 

ამავე კატეგორიაში