იუნკერი : უკრაინა - ევროკასვშირის ასოცირების შეთანხმება საბოლოოდ უნდა გაფორმდეს

14 დეკემბერი 2016, 00:00 1778 ნახვა

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიენიჭოთ - ამის შესახებ ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა. ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წლის ევროკავშირის სამიტმა უკრაინა-ევროპის ასოცირების შეთანხმების გაფორმების გარანტირება უნდა მოახდინოს. მისი თქმით, ეს გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. ,,დრო მოვიდა ევროპარლამენტმა და უკრაინის უმაღლესმა რადამ, რომლებმაც შეთანხმების რატიფიცირება ერთდოულად მოახდინეს და კონტინენტის პარლამენტარიზმის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტი დააფიქსირეს, მუშაობა დაასრულონ. - განაცხადა იუნკერმა. ამასთან, ევროკომისიის თავმჯდომარე მიესალმა ევროპარლამენტის მოლაპარაკებების დასრულებას შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რაც საქართველოსა და უკრაინის სავიზო რეჟიმის ლიბერალუზაციას ბლოკავდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი